Sunday, January 27, 2013


იერუსალიმი
უძველესი ქანაანური ქალაქი, ისრაელის დედაქალაქი. ქალაქი იერუსალიმი პირველად ძვ.წ XIX_XVIII საუკუნის ეგვიპტურ დოკუმენტებში გხვდება ურუსალიმის სახელით, შემდეგ კი ელ-ამარნის ძვ.წ XIV საუკუნის ეგვიპტურ წარწერებში. იერუსალიმი ნახსენებია ძვ.წ VIII საუკუნის ასურულ ანალებშიც. ძველი ბერძნები იერუსალიმს იეროსალიმს უწოდებდნენ, როგორც წმინდა ქალაქს (იეროს - წმინდა). ქალაქის ნამდვილი სახელი, როგორც მას თვითონ იერუსალიმელები ეძახდნენ ირუშალემი იყო.
იერუსალიმის ისტორია ადრეულ ბრინჯაოს ხანაში იწყება(ძვ.წ XIX-XVIII საუკუნე), როგორც ქალაქ-სახელმწიფოსი. ძვ.წ XIV საუკუნის ელ-ამარნის წარწერაში კი მოხსენიებულია წერილი, რომელსაც იერუსალიმის მმართველი ფარაონ ამენჰოტეპ IV-ს ანუ ეხნატონს ატყობინებს, რომ იერუსალიმს ჰაბირუსაგან(ებრაელები) საფრთხე ემუქრება. ადრეული იერუსალიმის შესახებ ცნობებს ბიბლიაც იძლევა, სადაც აღწერილია, რომ იერუსალიმი ებრაელებმა იებუსეველებს წაართვეს და გაანადგურეს, ქანაანის ტერიტორიის ტომებს შორის გაყოფის დროს კი ამ დანგრეული ქალაქის ტერიტორია ბენიამინის ტომს შეხვდა. მიუხედავად ამისა იებუსეველებმა შეძლეს ქალაქის კვლავ აღდგენა. მათი საბოლოოდ დამარცხება და იერუსალიმის დაპყრობა დაახლ. ძვ.წ. 1002 წელს გაერთიანებული ისრაელის მეფემ, დავითმა შეძლო. მეფემ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. აქ გადმოიტანეს ებრაელებმა აღთქმის კიდობანი და უფლის ტაძარი კირიათ-იეყარიმიდან, ამით მეფე დავითმა იერუსალიმი ისრაელის რელიგიურ ცენტრადაც აქცია. იერუსალიმს ძლიერი გალავანი იცავდა და ქალაქში ძლიერი გარნიზონიც იყო განლაგებული.

No comments:

Post a Comment