Sunday, January 27, 2013

ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში 
აღდგომის დღესასწაულს იერუსალმში შეხვედრა ყველა მორწმუნის ოცნებაა , ამ დღეს სასწაულებრივი ძალით ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოდის .






იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

XI საუკუნის შუა წლებში პალესტინაში მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა, შეიქმნა ერთგვარი პირობები სამონასტრო ცხოვრებისათვის. იმ დროისათვის ქართველი მოღვაწეები მრავლად იყვნენ იერუსალიმისა თუ მისი შემოგარენის ეკლესია-მონასტრებში, მაგრამ არ არსებობდა მძლავრი ცენტრი, რომელიც უხელმძღვანელებდა პალესტინის სავანეებში გაფანტულ ქართველობას. სათავეში ჩაუდგებოდა და ორგანიზებულად წარმართავდა მის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. ასეთი ცენტრის არ არსებობა მწვავედ იგრძნობოდა, მით უფრო, რომ საჭირო იყო წინაპრების ღვაწლის წარმოჩენა და ქართველთა უფლებების დაცვა ე.წ. წმიდა ადგილებზე. ამასთანავე, საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ განაპირობა ქართველ მეფე-დიდებულთა მეტი ყურადღება პალესტინისა და იქ მოღვაწე ქართველთა ბედისადმი. ყოველივე ამან მოამწიფა საკითხი ახალი სავანის დაარსებისა და, მართლაც, იერუსალიმის ახლოს აშენდა ჯვრის მონასტერი, სადაც თავი მოიყარა ქართველთა დიდმა ჯგუფმა. იგი იქცა პალესტინელი ქართველების მთავარ შესაკრებ პუნქტად და პილიგრიმთა საიმედო თავშესაფრად, იერუსალიმისა და მისი სანახების სავანეებში მოსახლე ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრად, მწიგნობრულ-შემოქმედებითი მუშაობის მნიშვნელოვან კერად.
ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან ოდნავ მოშორებით იდგა, სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, ახლა კი ქალაქის გაზრდის შედეგად მის ტერიტორიაზეა, ახალ კვარტალთა შუაგულში, ზეთისხილის ბაღნარში.


ახალი ქალაქი
ახალი ქალაქი უბნებადაა გაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.
ძველი ქალაქი
ისრაელის მუზეუმი
 რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროსა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.

იერუსალიმი
უძველესი ქანაანური ქალაქი, ისრაელის დედაქალაქი. ქალაქი იერუსალიმი პირველად ძვ.წ XIX_XVIII საუკუნის ეგვიპტურ დოკუმენტებში გხვდება ურუსალიმის სახელით, შემდეგ კი ელ-ამარნის ძვ.წ XIV საუკუნის ეგვიპტურ წარწერებში. იერუსალიმი ნახსენებია ძვ.წ VIII საუკუნის ასურულ ანალებშიც. ძველი ბერძნები იერუსალიმს იეროსალიმს უწოდებდნენ, როგორც წმინდა ქალაქს (იეროს - წმინდა). ქალაქის ნამდვილი სახელი, როგორც მას თვითონ იერუსალიმელები ეძახდნენ ირუშალემი იყო.
იერუსალიმის ისტორია ადრეულ ბრინჯაოს ხანაში იწყება(ძვ.წ XIX-XVIII საუკუნე), როგორც ქალაქ-სახელმწიფოსი. ძვ.წ XIV საუკუნის ელ-ამარნის წარწერაში კი მოხსენიებულია წერილი, რომელსაც იერუსალიმის მმართველი ფარაონ ამენჰოტეპ IV-ს ანუ ეხნატონს ატყობინებს, რომ იერუსალიმს ჰაბირუსაგან(ებრაელები) საფრთხე ემუქრება. ადრეული იერუსალიმის შესახებ ცნობებს ბიბლიაც იძლევა, სადაც აღწერილია, რომ იერუსალიმი ებრაელებმა იებუსეველებს წაართვეს და გაანადგურეს, ქანაანის ტერიტორიის ტომებს შორის გაყოფის დროს კი ამ დანგრეული ქალაქის ტერიტორია ბენიამინის ტომს შეხვდა. მიუხედავად ამისა იებუსეველებმა შეძლეს ქალაქის კვლავ აღდგენა. მათი საბოლოოდ დამარცხება და იერუსალიმის დაპყრობა დაახლ. ძვ.წ. 1002 წელს გაერთიანებული ისრაელის მეფემ, დავითმა შეძლო. მეფემ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. აქ გადმოიტანეს ებრაელებმა აღთქმის კიდობანი და უფლის ტაძარი კირიათ-იეყარიმიდან, ამით მეფე დავითმა იერუსალიმი ისრაელის რელიგიურ ცენტრადაც აქცია. იერუსალიმს ძლიერი გალავანი იცავდა და ქალაქში ძლიერი გარნიზონიც იყო განლაგებული.